მთავარისიახლეებილაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო

Published on

დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო. სასამართლო პროცესი დღეს 11:00 საათზე იყო ჩანიშნული თუმცა, გაურკვეველი მიზეზებით განაჩენის გამოცხადება დაახლოებით 2 თვით გადაიწია.

გრიგორიადისის მამა დარწმუნებულია, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადებას განგებ აჭიანურებს, რათა მისი შვილი ციხეში რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ.

“პროცესზე შემოიყვანეს მოწმე, რომელმაც აღრიცხვა გაუკეთა დამწვარ მანქანას. სულ 20 წუთი ილაპარაკა და დაამთავრეს სასამართლო. თქვენო უპირატესობავ მეთქი ამ დარბაზში, ეს რა სპექტაკლია, რატომ უწელავთ ამ ბავშვს ამ პროცესს, არ შეიძლება უფრო მალე დამთავრება მეთქი?! გაჩუმდი, თორემ გაგაძევებო. მე ვუთხარი პროტესტს გიცხადებთ და გამოვედი. ეტყობა რაც ხდება, მოსამართლეს ეუბნებიან რაც უნდა გააკეთოს და აკეთებენ იმას”, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისის მამა.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....