მთავარისიახლეებიყველა თანხმდება, რომ სტატუსის მიღებას ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა...

ყველა თანხმდება, რომ სტატუსის მიღებას ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა – ენმ-ს ლიდერები საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობა ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.

ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა შერაზ გარსთან შეხვედრაზე იმ აქტუალურ თემაზე ისაუბრეს, რაც საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ რუსულ საფრთხეებს, ბოლო დროს, ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობრივ კამპანიებს, ოლიგარქიულ რეჟიმსა და საქართველოს ევროინტეგრაციას.

“ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე და მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეთანხმებულია ყველა, რომ ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა. დეტალურად ვისაუბრეთ რუსული პარტიის მავნებლურ საქმიანობაზე და დავუფიქსირეთ ღიად ჩვენი დამოკიდებულება სტატუსთან დაკავშირებით, რომ ქართველ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...