ნიკა მელია გადაცემა ‘რეაქციაში” ამბობს, რომ ზაზა გორიზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი ადამიანი და ბიზნესპარტნიორია. ასევე იხსენებს არჩევნებისდროინდელ ისტორიას, როდესაც გორიზია-ინჯიას შეთანხმებით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არ დააყენეს.
“ივანიშვილი არის ბედნიერი, როდესაც ამათ უყურებს, იმიტომ, რომ იცის, ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს? რომელიც არის უახლოესი მოკავშირე ფრიდონ ინჯიასი. არჩევნების დროს, ზაზა გოროზიამ, ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არ დააყენა რამდენიმე სოფელში და იქ ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა და უთხრა, იქ ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დავაყენოთო. დაუჯერეს, მართალც ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი კანდიდატები არ დააყენა ინჯიასა და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე. ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ იმ ინჯია-გოროზიას კანდიდატები, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, რა გააკეთეს პირველივე დღეს, ხმა მისცეს ქართულ ოცნებას”. – განაცხადა ნიკა მელიამ.