მთავარისიახლეებისაზოგადოებაუახლოეს დღეებში ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ "ნაციონალურ მოძრაობაში" - ხაბეიშვილი

უახლოეს დღეებში ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ “ნაციონალურ მოძრაობაში” – ხაბეიშვილი

Published on

„ჩვენ შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იქნება და თქვენი ტელევიზიების მეშვეობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უახლოეს დღეებში თქვენ კიდევ ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ჩემი მთავარი ამოცანა არის „გამარჯვების პლატფორმა“ გავაძლიერო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სუბიექტების კონკრეტული სურვილი არის, რომ სხვა რეალობა აჩვენონ ხალხს, მაგრამ მე ვაკეთებ საქმეს „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“ და პირველები ვიყავით, ვინც გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადადგა და ასევე, უახლოეს დღეებში შეგიძლიათ მოუყვეთ საზოგადოებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ იქნება ბევრი, ძალიან საინტერესო სიახლეები და ისეთი ადამიანები შემოგვიერთდებიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად გაძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, გახარიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....