მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთის იზოლირება ომის დასრულების ერთადერთი გზაა, ამას მოველით პარტნიორებისგან - ჰერჩინსკი რუსულ...

რუსეთის იზოლირება ომის დასრულების ერთადერთი გზაა, ამას მოველით პარტნიორებისგან – ჰერჩინსკი რუსულ უნივერსიტეტზე

Published on

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოში რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ჰერჩინსკის თქმით, რუსეთზე ზეწოლა და იზოლირება უკრაინაში ომის დასრულების გზაა და ევროკავშირი თავისი პარტნიორებისგან სწორედ ამას მოელის.

“ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ შეგვეზღუდა და შეგვეწყვიტა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლის მოხდენა. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რა დანაშაულებს და უბედურებას სჩადიან და ამას ვერ დავუშვებთ. ამიტომაც, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. მხარს ვუჭერთ მას როგორც შეგვიძლია. რუსეთზე ზეწოლა და იზოლირება არის ერთადერთი გზა, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ამას მოველით ყველა ჩვენი პარტნიორისგან; განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებისგან, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. მისი თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს უკვე ეძებენ.

გავრცელებულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების თქმით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და სამინისტროში სასწავლებლის გახსნაზე არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....