მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილი უკიდურეს კომფორტშია, დამატებითი მინიშნებები არაეთიკურია - კობახიძე სახდეპზე

მიხეილ სააკაშვილი უკიდურეს კომფორტშია, დამატებითი მინიშნებები არაეთიკურია – კობახიძე სახდეპზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას არასწორს და არაეთიკურს უწოდებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში “უკიდურეს კომფორტშია”.

“წარმოუდგენელია, არ ვიცი მე რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც არ არის, ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ, იგივე ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ და საპირისპიროდ როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს კიდევ დამატებითი მინიშნებები როცა კეთდება, არასწორია, უბრალოდ არაეთიკურიც არის ეს ყველაფერი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

24 ივლისს ყოველდღიურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და პატიმრობაზე ისაუბრა. მეთიუ მილერის თქმით, ამერიკა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით შეშფოთებულია და მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...