მთავარისიახლეებისაზოგადოებადაპირისპირება ვარკეთილის მეტროსთან - დაჭრილია ერთი ადამიანი

დაპირისპირება ვარკეთილის მეტროსთან – დაჭრილია ერთი ადამიანი

Published on

ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა 22 ივლისს გამთენიისას მოხდა. ადგილზე ხუთამდე კაცი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა – ახალგაზრდები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ახალგაზრდა კაცმა მეგობარს მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი – ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...