მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინელები საკმაოდ ეფექტურად იყენებენ კასეტურ საბრძოლო მასალას - კირბი

უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად იყენებენ კასეტურ საბრძოლო მასალას – კირბი

Published on

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ამბობს, რომ ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე არის უკრაინის ბრძოლის ველზე და კიევი მას ეფექტურად იყენებს.

“უკრაინელებისგან პირველადი გამოხმაურება მივიღეთ და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მას”, – თქვა ბრიფინგზე კირბიმ.

20 ივლისს უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა The Washington Post-ს განუცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ.

7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც პირველად მოიცავდა კასეტურ საბრძოლო მასალას.

კასეტური იარაღის გამოყენება 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა შშ, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციას არ შეერთებიან.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....