მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 512-ე დღე: სად რა ხდებოდა ღამით უკრაინაში

ომის 512-ე დღე: სად რა ხდებოდა ღამით უკრაინაში

Published on

20 ივლისის ღამე ზედიზედ მესამეა, როცა რუსი ოკუპანტები ჰაერიდან, ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით უტევენ მიკოლაევისა და ოდესის ოლქებს.

მიკოლაევზე შეტევის შედეგად, როგორც სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის მეთაური ვიტალი კიმი წერს, 18 ადამიანი დაიჭრა, მისივე თქმით, არიან დაღუპულებიც, თუმცა, გუბერნატორს მათი რაოდენობა არ დაუსახელებია.

ოდესის მხარის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით კი, ქალაქის შემოგარენში ფრთოსანი რაკეტების “მოფრენა”, ძირითადად, სასაწყობე ტერიტორიებზე აღინიშნა, დაზარალდა რამდენიმე ადამიანი. ამავე დროს, დროებით ოკუპირებული ყირიმის გუბერნატორი აქსიონოვი წერს, რომ ღამის განმავლობაში უკრაინამ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს, დრონების მეშვეობით შეუტია, მისივე თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ერთი მოზარდი გოგონა კი დაიჭრა.

ოდესისა და ჩერნომორსკის საზღვაო პორტებში გუშინ, ღამის განმავლობაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

20 ივლისის მონაცემებით, საიუბილეო, 240.000-ზე მეტი რუსი ოკუპანტია ომის დაწყების დღიდან ლიკვიდირებული/დაჭრილი/მწყობრიდან გამოყვანილი, დღე-ღამის განმავლობაში კი 530 რუსი ოკუპანტი მოკლეს.

კერძო სამხედრო ჯგუფ “ვაგნერთან” აფილირებული ტელეგრამ-არხები და რუსული მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უტკინი (იგივე “ვაგნერი”) მათ ირგვლივ შეკრებილ პირებს მიმართავენ. ადამიანი, რომელიც პრიგოჟინს ჰგავს, ამბობს:

“ის, რაც ქახლა ხდება ფრონტზე, სამარცხვინოა და ჩვენ ამ სირცხვილში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ – უნდა დაველოდოთ მომენტს, როცა ყველაფერი შეიცვლება და ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენას მაქსიმალურად შევძლებთ”.

როგორც თანამგზავრული ფოტოები ცხადყოფს, ბელორუსის ერთ-ერთ, რუსეთის საზღვართან ახლომდებარე დასახლებაში კარვებია გაშლილი – ისინი დაახლოებით 500-მდეა, ირგვლივ კი დაახლოებით ამდენივე ავტომობილია.

სიახლეები

ზუგდიდში ქალმა ქალი დანით მოკლა – ბრალდებული დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის...

უბნის ინსპექტორი უბანში “მორფინს” ჰყიდდა და დააკავეს – შემთხვევა ქუთაისში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით...

სინათლე არ უნდა ჩაქრეს – 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაერთიანებული კამპანია

22 დამოუკიდებელი ონალინ მედია რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო, საერთო გზავნილს ავრცელებს. "სინათლე არ...

უკრაინა “ოცნების” წინასაარჩევნო კლიპში ომისგან დანგრეული ქალაქების კადრებს აპროტესტებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ქართული ოცნების ახალ წინასაარჩევნო რეკლამას, სადაც უკრაინის ომის...