მთავარისიახლეებისაზოგადოებამივმართავ უკრიანის პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე - არახამია

მივმართავ უკრიანის პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე – არახამია

Published on

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის ხმის” თავმჯდომარე, დავით არახამია უკრიანის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე.

ამის შესახებ არახამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არახამიას თქმით, საჭიროა, რაც შეიძლება მეტმა ევროპულმა პარალმენტმა მიიღოს უკრაინის რადას მსგავსი დადგენილება, რადგან ამის შეშდეგ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლების გარდა სხვა არჩევანი აღარ დარჩება.

თუ სააკაშვილს რამე მოუვა ეს იქნება მკვლეობა. მე როგორც სახლხო დეპუტატი მივმართავ უკრიანის გენერალური პროკურატურას დაიწყოს გამოძიება, მკველელობის მომზადების საქმეზე. რაც ხდება ეს არის მკვლელობის მომზადება. ჩვენ მივიღეთ დადგენილება უმაღლეს რადაში, ახლა საჭიროა რაც შეიძლება ბევრი ვიმუშავოთ, რომ რაც შეიძლება ევროპის მეტმა პარლამენტმა მიიღოს ანალოგიური დადგენილება. თუ იქნება ათი ევროპული ქვეყნის დადგენილება, საქართველოს ხელისუფლებას არ ექნებათ სხვა არჩევანი. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, ვერ წავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წინაღმდეგ. მე ვფიქრობ რომ ეს სტრატეგია იმუშავებს, მე მაქვს იმედი, რომ უკვე გამოჯანმრთელებულ მიხეილ სააკაშვილს ვნახავთ ამ სცენაზე”. – ამბობს არახამია.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...