მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 508-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 508-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინელები აგრძელებენ შეტევით მოქმედებებს მინიმუმ, სამი მიმართულებით, სადაც გარკვეულწილად, წარმატებებიც აქვთ, თუმცა, რუს სამხედროებს გააჩნიათ ბრძოლისთვის საჭირო რესურსი და წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მარინკას მიმართულებით.

ღამის განმავლობაში უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქი ხარკოვი, ასევე ზაპოროჟიე. არიან დაზარალებულები. 

ღამის განმავლობაში დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის მისამართით უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შესახებ იტყობინებოდნენ საოკუპაციო ძალები. მათი განცხადებით, რვავე დრონი ჩამოგდებულია. 

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა 500-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს/დაჭრეს/მწყობრიდან გამოიყვანეს, ასევე განადგურდა 5 რუსული ტანკი და 18 საარტილერიო სისტემა, საერთო ჯამში კი, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 237. 600-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა. 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...