მთავარისიახლეებიპოლიტიკაემიგრანტი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეიძლება გამარტივდეს

ემიგრანტი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეიძლება გამარტივდეს

Published on

ემიგრანტი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეიძლება გამარტივდეს,  ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – გართულდეს. საკანონმდებლო ცვლილებაზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
 
კანონპროექტის თანახმად, იცვლება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) 10-წლიანი ვადით, ხოლო ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს თვლიან ქართველებად, საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება და უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობაა.
 
“აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები, არ ვიქცეთ უმცირესობად. ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო 2 მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ დატოვა სამშობლო, მათმა უმრავლესობამ მიიღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა. ამას გარდა, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები. ყველა ქართველს აქვს უფლება გახდეს საქართველოს მოქალაქე”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
 
26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ახალი კოსტიტუციით, საქართველოს მოქალაქისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აკრძალული აღარ არის.  

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...