მთავარისიახლეებისამწუხაროა, თუმცა უკრაინასთან ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში - კობხიძიე რადას რეზოლუციაზე

სამწუხაროა, თუმცა უკრაინასთან ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში – კობხიძიე რადას რეზოლუციაზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რადას მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და მას სამწუხაროს უწოდებს.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან “ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება”.

“ძალიან სამწუხარო მოვლენაა, უფრო მეტიც, თქვენ გახსოვთ, რომ ნაცმოძრაობის წევრები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები, მართალია ეთნიკურად ქართველი, მაგრამ ეთნიკურად უკრაინელი მაღალჩინოსნები იყვნენ პირდაპირ ჩართული იმ სპეცოპერაციაში, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის საქართველოში გამომგზავრებას. ამ ფონზე, მით უმეტეს სამწუხაროა ის ახალი ნაბიჯები, რომელიც იდგება, მათ შორის უკრაინის რადას ახალი განცხადება. სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში”, – თქვა კობახიძემ.

უკრაინა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს – უკრაინის რადამ შესაბამისი რეზოლუცია გუშინ, 14 ივლისს მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

რეზოლუციის ადრესატები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიც არიან.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...