მთავარისიახლეებიარ ვიმოქმედებთ ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით - კობახიძე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიმართვაზე

არ ვიმოქმედებთ ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით – კობახიძე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიმართვაზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 50-მდე ევროპარლამენტარის მიმართვას ეხმაურება, რომლებიც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ.

კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება “არასერიოზული და სამარცხვინოა”. კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა პროპაგანდისტული ნარატივი და თქვა, რომ ამ განცხადებების მიზანი ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მეორე ფრონტის გახსნაა.

“ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. თქვენ გახსოვთ 600 დღის განმავლობაში, სააკაშვილი ყოელდღე კვდებოდა, შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, აღარ კვდებოდეს ყოველდღე, თუმცა რაღაც მომენტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ისევ შეცვალა.

ეს უბრალოდ არასერიოზულია და სამარცხვინოა. რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არის არა მხოლოდ აბსურდი, არამედ უბრალოდ სამარცხვინოა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მზიანი – პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი. ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა რა დავუშვებთ, ჩვენი მიზანი საპირისპირო – ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ქვეყნის არევა და ჩვენ გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ, არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების კარნახით”, – თქვა კობახიძემ.

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ევროდეპუტატებ,ა განცხადება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის სახელზე გაავრცელეს.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...