მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია,საქმეს პოლიტიკური ელფერი გასდევს - სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას...

დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია,საქმეს პოლიტიკური ელფერი გასდევს – სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

Published on

დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, – ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ. გოგლიჩიძის თქმით, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, არაერთი სამართლებრივი ნორმა დაირღვა. მისივე განცხადებით, საქმეს პოლიტიკური ელფერი გასდევს და ეს პოზიცია მან უკვე არაერთხელ დააფიქსირა. „აშკარად იკითხება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. შეუძლებელი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, რომ არ ყოფილიყო კანონს მიღმა გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვისზე და რასზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ, ვინაიდან სამოტივაციო ნაწილი მხარეებისთვთის ჯერჯერობით უცნობია.რაც შეეხება განაჩენის გასაჩივრებას, როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, მას მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის განაჩენის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...