მთავარისიახლეებიუკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000 რეზერვისტის გაგზავნის უფლება...

უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000 რეზერვისტის გაგზავნის უფლება მისცა

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, პენტაგონი ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტს გაგზავნის.

ამჟამად, აშშ-ს ევროპაში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ეს რიცხვი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გაიზარდა. ბრძანება Atlantic Resolve-ს განსაზღვრავს, როგორც საგანგებო ოპერაციას, რომელიც რეზერვისტებს იგივე პრივილეგიას ანიჭებს, რასაც მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს.

“ეს ახალი განკარგულება სარგებელს მოუტანს ჯარებსა და ოჯახებს, უფლებამოსილების გაზრდით და წვდომით სარეზერვო კომპონენტ ძალებთან და პერსონალთან”, – თქვა ოპერაციების გაერთიანებული შტაბის დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა.

როგორც სიმსმა აღნიშნა, ადგილზე რეზერვისტების გაგზავნას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.

CNN წერს რომ, ეს ნაბიჯი თავდაცვის დეპარტამენტს აძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას, გაგზავნოს მეტი შესაძლებლობები აშშ-ს ევროპული სარდლობის დასახმარებლად.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...