მთავარისიახლეებიპუტინი ამბობს, რომ ვაგნერის დაჯგუფება "უბრალოდ არ არსებობს"

პუტინი ამბობს, რომ ვაგნერის დაჯგუფება “უბრალოდ არ არსებობს”

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს პირველად აღწერა რა განიხილეს კრემლის ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდა “ვაგნერის” 35 მეთაური, მათ შორის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც. შეხვედრა 29 ივნისს სამხედრო აჯანყების შემდეგ გაიმართა.

პუტინმა თქვა, რომ შეხვედრაზე, ერთი მხრივა, შეაფასა, რაც “ვაგნერმა” გააკეთა ბრძოლის ველზე უკრაინაში, მეორე მხრივ, რაც გააკეთა “24 ივნისის მოვლენების დროს”, ასევე განიხილა დაქირავებული მებრძოლების შემდგომი სამსახურის შესაძლო ვარიანტები.

რუსულმა “კომერსანტმა” პუტინს ჰკითხა, დარჩებოდა თუ არა “ვაგნერი” საბრძოლო შენაერთად.

“ვაგნერი არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ! ის უბრალოდ არ არსებობს! ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს”, – თქვა პუტინმა.

ინტერვიუში პუტინმა გაიმეორა, რომ ჯგუდი არსებობს, მაგრამ იურიდიულად არა.

პუტინმა თქვა, რომ მან 35 ვაგნერის მეთაურს შესთავაზა დასაქმების მრავალი ვარიანტი, მათ შორის ერთი მათი უშუალო მეთაურის ხელმძღვანელობით.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...