მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი..." - ხაბეიშვილი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე

“სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი…” – ხაბეიშვილი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე

Published on

 ლევან ხაბეიშვილი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განიხილება.

ხაბეიშვილის თქმით, ვაშაძესთან კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა არა თანამდებობის გადანაწილებაზე, არამედ სამომავლო თანამშრომლობაზე.

„სრული სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი, რომ დღეს ვინმემ დაიწყოს პრემიერ-მინისტრობაზე, კანდიდატზე ან მსგავს რამეებზე საუბარი. ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება – ბოლომდე გაგვარუსებენ თუ ვერ შეძლებენ[…] ტყუილია და საზოგადოებას ასე არ უნდა მიაწოდოთ [ინფორმაცია], რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მიდის კონსულტაციები. არ არსებობს ასეთი რამ.

რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციებს, ცხადია, ეს დაწყებული გვაქვს, ვსაუბრობთ და გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს. ეს კონსულტაციები არ ეხება თანამდებობებს. ეს ეხება საერთო სტრატეგიას ოპოზიციურ ველზე და ბრძოლის მიზნების განსაზღვრას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...