მთავარისიახლეებიფაქტია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია და ეს ისეთი რამ არის ჰაერიდან არ ჩნდება...

ფაქტია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია და ეს ისეთი რამ არის ჰაერიდან არ ჩნდება – მეუფე ანტონი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

Published on

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონ ბულუხია მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის ნივთიერებები, რომლებიც მას სისხლში აღმოაჩნდა, “ჰაერიდან არ ჩნდება” -“გაგებაში არა ვარ ნამდვილად, წარმოუდგენელია სიმართლე გითხრათ. ფაქტი ის არის, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი არის და ეს ისეთი რამ არის, რომელიც ჰაერიდან არ ჩნდება. ერთადერთი ვისზედაც ეჭვი არა მაქვს, ჩემ თავზე არა მაქვს” ამბობს მეუფე ანტონი, რომელიც მცხეთაში, სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვას ესწრებოდა.

წირვა თავად მეუფე შიომ ჩაატარა და მას პატრიარქი არ დასწრებია, სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, “მთავარმა არხმა” 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს და მის სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.

სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის “დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...