მთავარისიახლეებიპოლიტიკაკლინიკა "ვივამედში" უკვე სამ საათზე მეტია, ევროკავშირის სამედიცინო მისია იმყოფება

კლინიკა “ვივამედში” უკვე სამ საათზე მეტია, ევროკავშირის სამედიცინო მისია იმყოფება

Published on

 უკვე 3 საათზე მეტია კლინიკა “ვივამედში” ევროკავშირის სამედიცინო მისია იმყოფება. 5 პოლონელი ექიმით დაკომპლექტებული სამედიცინო გუნდი, მიხეილ სააკაშვილს კვლევებს ჩაუტარებს. მედიკოსებმა კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

ოჯახის განცხადებით, ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. მათივე ცნობით, სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება.

“კიდევ კარგი, რომ ჩამოვიდნენ და შევიდნენ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან გართულდა მათთვის ამ ნებართვების მიცემა და რატომ გართულდა? მე დრო და დრო მქონდა ურთიერთობა საელჩოსთან და ისინიც ვერაფერს ვერ ამბობდნენ. ის, რაც ვიცი ლაპარაკიდან და კერძო საუბრებიდან, იმის თქმის უფლებაც არ მაქვს ჯერჯერობით. მემგონი სწორედ ექიმებთან შესახვედრად შევიდნენ ეს ადამიანები და ბოლო წუთამდე არ ჰქონდათ მათ პენიტენციური სისტემიდან ნებართვა,” – განაცხადა სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...