მთავარისიახლეებისაზოგადოებაNATO რუსეთს არასდროს მისცემს შესაძლებლობას გადაწყვიტოს ვინ შეუერთდება ალიანსს და ვინ არა...

NATO რუსეთს არასდროს მისცემს შესაძლებლობას გადაწყვიტოს ვინ შეუერთდება ალიანსს და ვინ არა – სტოლტენბერგი

Published on

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახლა ყველაზე დიდი რისკი რაც NATO-ს წინაშე დგას არის უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინის გამარჯვება.

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, თუ პუტინი გაიმარჯვებს ეს იქნება მესიჯი, რომ რუსეთი მაშინ მიიღებს იმას რაც უნდა, როცა სამხედრო ძალას გამოიყენებს და მეზობელ ქვეყანას თავს დაესხმება.

“ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. NATO-ს პარტნიორებს არ აქვთ ისეთი არჩევანი, რომელიც რისკს არ შეიცავს. თუმცა, ყველაზე დიდი რისკი არის პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება. რადგან, მესიჯი იქნება ის, რომ როცა ის გამოიყენებს სამხედრო ძალას, როცა დაარღვევს საერთაშორისო წესებს და თავს დაესხმება მტერს, მაშინ მიიღებს იმას, რაც უნდა. ზუსტად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი NATO-ს პარტნიორებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას.

თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, მაგრამ ეს ასევე ძალიან საშიში იქნება ჩვენთვის. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ღიად ვაცხადებთ ერთ რამეს, იმას რომ უკრაინას აქვს უფლება თავად აირჩიოს რა გზას გაუყვება და უსაფრთხოების რომელი სისტემის ნაწილი გახდება. ეს პირველი ხაზია დღეს დადებული შეთანხმების და ეს ფუნდამენტური უფლებაა ყველა ქვეყნისთვის”, – ამბობს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, NATO რუსეთს არასდროს მისცემს შესაძლებლობას გადაწყვიტოს ვინ შეუერთდება ალიანსს და ვინ არა.

განცხადება სტოლტენბერგმა ვილნიუსში გააკეთა, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...