მთავარისიახლეებისაქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამხედრო მხარდაჭერისთვის ნიდერლანდები €8 მილიონს გამოყოფს

საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამხედრო მხარდაჭერისთვის ნიდერლანდები €8 მილიონს გამოყოფს

Published on

ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონი ევროს ინვესტირებას განახორციელებს ნატოს ფონდში საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის. Euractiv-ის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს სამიტის ფარგლებში განაცხადა.

თანხა, რომელიც გამოიყოფა ფონდისთვის, გამოყენებული იქნება უპილოტო საფრენი აპარატის საწინააღმდეგო სისტემებისთვის, საბრძოლო მასალის საწყობების დაცვისა და კიბერშეტევებისადმი მდგრადობის გასაუმჯობესებლად.

ნიდერლანდების ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ არასტაბილურ სიტუაციაში, ექსტრემალურად მნიშვნელოვანია რომ NATO-ს ქვეყნებმა გააძლიერო მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ, რომელთა შიდა საქმეებშიც რუსეთის ფედერაცია აქტიურად ერევა.

მანამდე, ნიდერლანდებმა დადო პირობა, რომ ისინი დამატებით 150 ჯარისკაცს გააგზავნიდნენ ბოსნიაში მიმდინარე მისიის ფარგლებში.

NATO-ს ფონდის, თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების ინიციატივის (DCB) მიზანია, გააძლიეროს პარტნიორების სამხედრო პოტენციალი იარაღის პირდაპირი მოწოდების გარეშე. ამ ინიციატივის ფარგლებში, მოლდოვასა და საქართველოს უკვე აქვთ მიღებული ფინანსური დახმარება.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...