მთავარისიახლეებიუკრაინის სამართლებრივი ადგილი NATO-შია - სუნაკი

უკრაინის სამართლებრივი ადგილი NATO-შია – სუნაკი

Published on

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინის “სამართლებრივი ადგილი” NATO-შია.

სუნაკის თქმითვე, მნიშვნელოვანია NATO-ს სამიტზე საბოლოოდ დადასტურდეს, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და რომ არის “ხელშესახები პროგრესი” ამ მიზნისკენ.

თუმცა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არაა დღის წესრიგში, სანამ რუსეთთან ომი მიმდინარეობს.

სუნაკის თქმითვე, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის ძლიერი მესიჯის გასაგზავნად – “ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება”, – თქვა სუნაკმა.

​შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება. სამიტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერებს შორის შედგა კონსესუსი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღების შესახებ.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...