მთავარისიახლეებიპოლიტიკავილნიუსში, აეროპორტიდან NATO-ს სამიტის ადგილამდე, 30.000-ზე მეტი უკრაინის დროშა გამოკიდეს

ვილნიუსში, აეროპორტიდან NATO-ს სამიტის ადგილამდე, 30.000-ზე მეტი უკრაინის დროშა გამოკიდეს

Published on

ოლექს არესტოვივიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, წერს, რომ ვილნიუსში, სადაც ნატოს სამიტი დაიწყო, 30.000-ზე მეტი უკრაინის სახელმწიფო დროშაა გამოკიდებული, მათი უმრავლესობა კი აეროპორტიდან სამიტის ჩატარების ადგილამდე ფრიალებს, ანუ იმ გზაზე, სადაც უნდა გაიარონ დელეგაციებმა. 

არესტოვიჩის თქმით, უკრაინა დღეს 20 ენაზე ამბობს მადლობას – ნატოს წევრი სწორედ ამდენი ქვეყანაა მომხრე, უკრაინა მიიღონ ალიანსში. 

“სამიტი დრამატული იქნება”, – წერს არესტოვიჩი. 

უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე”, – ამბობს ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი, “ამერიკის ხმასთან”

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...