მთავარისიახლეებისაზოგადოება8 ივლისს ''ლიდერ ქალთა საზოგადოების'' დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა (Video)

8 ივლისს ”ლიდერ ქალთა საზოგადოების” დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა (Video)

Published on

დაჯილდოების ღონისძიება, რომელიც გაიმერთა სასტუმრო „ბილტმორში’, წარმოადგენს
საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ აქტივობას, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციებში
ჯილდოვდებიან წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროებიდან.
ისინი ირჩევიან საზოგადოების წევრების რეკომენდაციებისა და სოციალური გამოკითხვების
შედეგად, მათ დოსიეს განიხილავს სპეციალური ჟიური.
ორგანიზაციის მიერ, რიგით მეექვსე დაჯილდოების ღონისძიების მიზანია მარტოხელა დედების
დახმარება.
ღონისძიების წამყვანია მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
მოწვეულნი არიან სტუმრები შოუბიზნესის, ბიზნესის, განათლების, ჯანდაცვის, მედიისა და
სამთავრობო დელეგაციებიდან.
ღონისძიების ფარგლებში ქალბატონები წარმოდგენილი იყვნენ 20 სხვადასხვა ნომინაციაში.

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ქალბატონი ნათია
შათირიშვილი, წარმოადგენს ქალთა გაერთიანებას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში
წარმატებული 5000-მდე ქალბატონია გაწევრიანებული.
ორგანიზაციის პროფილს წარმოადგენს სტარტაპერი ქალების ხელშეწყობა, პატიმარი ქალების
რესოციალიზაციის ხელშეწყობა, ქველმოქმედება: შშმ პირების, მიუსაფარი ქალებისა და
ბავშვების, მარტოხელა დედებისა, მოხუცების დახმარება და სხვა.
ორგანიზაციის დევიზია – ქალები ერთმანეთისთვის!

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...