მთავარისიახლეებიბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით 169 კვ. კმ. გავათავისუფლეთ | უკრაინის გენშტაბი

ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით 169 კვ. კმ. გავათავისუფლეთ | უკრაინის გენშტაბი

Published on

უკრაინამ კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის სამხრეთით, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე, 169 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა, რაც დაახლოებით ოდესის ტერიტორიის პროპორციულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების სპიკერის, ანდრეი კოვალევის ცნობით, გასულ კვირას უკრაინელი ჯარისკაცები ორი მიმართულებით, ერთი კილომეტრზე მეტით დაწინაურდნენ.

“ზოგადად, თავდასხმის დაწყებიდან ამ მიმართულებით [ბერდიანსკისა და მელიტოპოლის] წინსვლა 8,6 კილომეტრია. გასული კვირის განმავლობაში უკრაინის სამხრეთით 10 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკრაინული მიწა გათავისუფლდა,” – აღნიშნა კოვალევმა.

დეოკუპირებულ მიწებზე უკრაინის ძალები ამ დროისთვის განაღმვით სამუშაოებს ასრულებენ.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...