მთავარისიახლეებივაკის პარკის საქმეზე დაკავებულებიდან 8-ს პატიმრობა მიესაჯა, ერთი პირი გამართლდა

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულებიდან 8-ს პატიმრობა მიესაჯა, ერთი პირი გამართლდა

Published on

ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებიდან 8 პირს პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი კი გამართლდა.

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ვალერი გობეჯიშვილი. პატიმრობა შეეფარდათ:

“გრინსერვისის” დირექტორს ლაშა ფურცვანიძეს – 6 წელი;
ელექტროშემდუღებელ გიორგი გობეჯიშვილს – 4 წელი;
“მშენ-ექსპერტის” დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და “მშენ-ექსპერტის” ექსპერტ დავით თუშიშვილს – 3 წლითა და 6 თვით;
შპს “ნიუ მეტალ დიზაინის” წარმომადგენელ ლაშა ჭიღიტაშვილს, “გრინსერვისი+”-ის თანამშრომელ დევი კახოიძეს, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილსა და შპს “გრინსერვის+-ის” საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიანს – 3 წლით.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გასული წლის 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ვაკის პარკის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ 17 თებერვალს ბრალი დაუმძიმა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...