მთავარისიახლეებიმოსკოვი ქუთაისის პირველ რეისს სამოქალაქო აქტივისტები აეროპორტში აქციით დახვდებიან

მოსკოვი ქუთაისის პირველ რეისს სამოქალაქო აქტივისტები აეროპორტში აქციით დახვდებიან

Published on

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი დღეს, 10 ივლისს, მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. პირველი რეისი 23:00 საათზე ჩამოფრინდება და მას აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდებიან.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსულ ინტერესებს ემსახურება.

“ეს არის ჩვენი პროტესტი – არა რუსულ ხელისუფლებას, არა რუსულ ძალას და არა რუსულ თვითმფრინავებს. ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას ფიზიკურს, მაგრამ გვინდა დავანახოთ ხალხს და ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ მივესალმებით მათ გადაწყვეტილებას, გაეხსნათ ქართული ცა რუსული თვითმფრინავებისთვის”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო. ავიაკომპანია რეისებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობის გამო ვერ იწყებდა.

ავიაკომპანია უკრაინას სანქცირებული ჰყავს. ამასთან, 2022 წელს, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო სანქციები დაუწესა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...