მთავარისიახლეებიბრიტანეთი და პოლონეთი უკრაინის ნატოში დაჩქარებული პროცედურებით შესვლას მხარს უჭერენ

ბრიტანეთი და პოლონეთი უკრაინის ნატოში დაჩქარებული პროცედურებით შესვლას მხარს უჭერენ

Published on

“ამერიკის ხმის” ცნობით, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული პროცედურებით მიიღებენ, როგორც ეს მოხდა ფინეთის შემთხვევაში წლის დასაწყისში.

მათი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, დაჩქარდება იმის გამო, რომ უკრაინის არმია უკვე შეიარაღებულია ალიანსის მიერ მოწოდებული ტექნიკით.

“პოლონეთის პოზიცია აქ ძალიან მკაფიოა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა მაქსიმალურად მივაახლოოთ ალიანსს ინსტიტუციურ განზომილებაში. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურების ადაპტირება ალიანსში სტანდარტებთან”, – თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ.

მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს ნატოს სტანდარტული აღჭურვილობის, დოქტრინისა და ტაქტიკის გამოყენების დიდი გამოცდილება აქვთ, რამაც უნდა შეამციროს ალიანსში გაწევრიანების დრო.

“პროცესი, რომლის მიხედვითაც შვედეთმა და ფინეთმა განაცხადეს გაწევრიანებაზე, და ბოლოს და ბოლოს, ფინეთი უკვე გაწევრიანდა ნატოში, შემცირდა, რადგან ვაღიარეთ, რომ ისინი მაღალკვალიფიციური სამხედრო სახელმწიფოები არიან. და ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე, როცა განვიხილავთ, თუ რა პროცესი იქნება უკრაინისთვის შესაფერისი. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვაღიაროთ, რამდენად გაუმჯობესდა მათი სამხედრო შესაძლებლობები ბოლო 18 თვის განმავლობაში”, – თქვა ბრიტანეთის საგარო საქმეთა მინისტრმა, ჯიემს ქლევერლიმ.

ნატოს მომავალი სამიტი, ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...