მთავარისიახლეებისისხლში დაუდგინდა დარიშხანი, მოწამვლის ადგილმდებარეობა იყო საქართველოს საპატრიარქოს ტაძარი - თეოლოგი მეუფე...

სისხლში დაუდგინდა დარიშხანი, მოწამვლის ადგილმდებარეობა იყო საქართველოს საპატრიარქოს ტაძარი – თეოლოგი მეუფე შიოზე

Published on

თეოლოგი ზვიად ციბაძე მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოსკოვის გვერდის ავლით ვერ განხორციელდებოდა და მიზანი მისი საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოცილებაა.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრეს სისხლში დარიშხანი აღმოაჩნდა და ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებაში საპატრიარქოსთან ერთად, უშუალოდ იყო ჩართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე

რაც შეეხება შესაძლო მოწამვლის ადგილს, თეოლოგის ინფორმაციით, ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს ტაძარი

”საპატრიარქოს ტაძარში მსახურების შემდეგ მოსაყდრემ თავი შეუძლოდ იგრძნო და მან მიმართა ექიმებს. ჩაუტარდა მას გამოკვლევა და ანალიზების მიხედვით მოსაყდრეს სისხლში დაუდგინდა დარიშხანი. ამის შემდეგ სახელმწიფომ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ ეს ამბავი ყოფილიყო გასაიდუმლოებული და ღამის საათებში ანზორ ჩუბინიძის უშუალო ხელმძღვანელობით, ისინი მიდიან სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ საკურთხეველში და ატარებენ კვლევებს, რომ აღმოეჩინათ ამა თუ იმ ლიტურგიკულ ნივთზე დარიშხანის კვალი. შემოწმებული იქნა მოსაყდრე შიოს პირადი ნივთები დეტალურად.

როგორც ჩანს დადგინდა მისი მოწამვლის ადგილმდებარეობა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს ტაძარი. დღეს უკვე აღარავინ აღარ მალავს იმ ინფორმაციას, შიდა სივრცეებში, რომ მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოწამლულია. როგორც ჩანს ახალი დავალებებია მიღებული და ერთ-ერთი დავალება გახლავთ ის რომ, როგორმე იქნას ჩამოცილებული შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტს… შიო მუჯირის ლიკვიდაციის გეგმა მოსკოვის გვერდის ავლით ვერ განხორციელდებოდა.” – ამბობს თეოლოგი ზვიად ციბაძე

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...