მთავარისიახლეებიმოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობა - სანდუ

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობა – სანდუ

Published on

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

“ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ”, – წერს მაია სანდუ.

ცნობისთვის, 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები და ხელისუფლების კრიტიკა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, მან მოითხოვა, რომ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...