მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაუფრთხილდით ბავშვებს - პიროტექნიკის მოხმარებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას სავალალო შედეგები მოყვა

გაუფრთხილდით ბავშვებს – პიროტექნიკის მოხმარებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას სავალალო შედეგები მოყვა

Published on

დედაქალაქის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო ამ საახალწლო დღეებში  თბილისში 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 ბავშვია. ჰოსპიტალიზებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული.
 
ბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა. როგორც დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ , მათ სხვადასხვა ზედაპირული მრავლობითი ჭრილობები და დამწვრობები აღენიშნებოდათ. ექიმების თქმით, მათ ძირითადად ზედა კიდურის, მტევნისა და თითების არეში ჰქონდათ ჭრილობები. მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ, ისინი სახლში გაწერეს.
 
 ქუთაისში პიროტექნიკით 12 ადამიანი დაშავდა – რეფერალურ საავადმყოფოში შეყვანილი დაშავებულებიდან  ექვსი უკვე გაეწერა, დანარჩენი 6 ამ დრომდე სტაციონარში რჩება. მედიკოსების თქმით, 6 პაციენტს ხელის მტევანზე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც, საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.
 
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება 
 
როგორც აღმოჩნდა, წინა წლების მგავსად, სიტუაცია პიროტექნიკის მოხმარებისა და უსაფრთხოების კუთხით   არც წელს შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებს გამყიდველებსბაზრობებზე, სადაც პიროეტექნიკა იყიდება, პროდუქციაზე ისევ არ არის დატანილი ქართული ანოტაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა შეიძლება მხოლოდ ივარაუდოს, როგორც გამოიყენოს ნივთი.
 
ამის სვალალო შედეგები კი უკვე  სახეზეა. 

სიახლეები

ლავროვი აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი...

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა – დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 ოქტომბრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განმეორებითი იერიში მიიტანეს....

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ დააკავეს....

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...