მთავარისიახლეებისაქართველოს U21 ნაკრები ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს

საქართველოს U21 ნაკრები ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს

Published on

წაგების მიუხედავად, ჩვენი გუნდი ვარჯიშს განაგრძობს, რადგან 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი კიდევ აქვს. საამისოდ სხვადასხვა გარემოებათა თანხვედრაა საჭირო.

თუ ნახევარფინალში ერთდროულად გავლენ საფრანგეთი და ინგლისი, გაიმართება დამატებითი მატჩი ოლიმპიური საგზურისთვის მეოთხედფინალში დამარცხებულთაგან საუკეთესო გუნდებს შორის.

თუ დღეს ინგლისი მოუგებს პორტუგალიას, საფრანგეთი კი – უკრაინას, მაშინ საქართველოს ნაკრები გადის პლეი ოფში და ეთამაშება უკრაინას.

ამ მატჩში გამარჯვებული მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს.

რაც შეეხება ინგლისსა და საფრანგეთს, ინგლისელები ვერ მიიღებენ ოლიმპიადის საგზურს, იმიტომ, რომ ასეთი უფლება მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრს აქვს – დიდ ბრიტანეთს და არა ინგლისს. საფრანგეთი კი ოლიმპიდის მასპინძელია და მონაწილეობა ავტომატურად აქვს განაღდებული. 

შესაბამისად, საფრანგეთი და ინგლისი ოლიმპიადის საგზურისთვის არ იბრძვიან.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...