მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 493-ე დღე - სად რა ხდებოდა ღამით უკრაინაში

ომის 493-ე დღე – სად რა ხდებოდა ღამით უკრაინაში

Published on

უკრაინის სხვადასხვა ფრონტებზე, დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი მთავარი შეტაკებები, პოზიციათა ცვლილებები და სიტუაცია:

რავნოპოლისა და ვოლნოვახის რეგიონებში ოკუპანტებმა უკრაინელების განდევნა სცადეს, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ამ რეგიონში ოკუპანტებთან უკრაინელ მებრძოლებს ოცჯერ მოუწიათ შეტაკება.

აფეთქების ხმები ისმოდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში. 

“მოფრენები” დაადასტურა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა სერგეი ლისაკმა. 

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსთა თანახმად, უკრაინელთა წინსვლა დაფიქსირებულია ბახმუტის მიმართულებაზე, დონეცკისა და ზაპოროჟიის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. 

რუსებმა ენერგოდარში იოდის დარიგება დაიწყეს (მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეს-ის ერთ-ერთი ბლოკი დანაღმეს და აფეთქებას აპირებენ), მაგრამ ფლაკონზე დატანილი ტარიღის მიხედვით, იოდს გამოყენების ვადა 30 წლის წინ გაუვიდა. 

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ბახმუტის მიმართულების ფრონტიდან კადრები გამოაქვეყნა: “მუშაობ ჯგუფ “მოჩვენების” სნაიპერი, ბოგდან ხმელნიცკის სახელობის ცალკეული საპრეზიდენტო ბრიგადიდან. კადრები გადაღებულია 2 ნომერი GROT-ის (კარაბინი) თბოვიზური სამიზნიდან. დისტანცია 340 მეტრი. “ზუსტი გასროლით ლიკვიდირებულია მეთვალყურე კოორდინატორი. ჩინებული ნამუშევარია”, – წერს სირსკი.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...