მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 492-ე დღე - რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის

ომის 492-ე დღე – რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის

Published on

დავიწყოთ იმით, რას წერს ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და პროპაგანდისტულ-პოპულარული რუსული ტელეგრამ-არხი “რიბარი” ანტონოვის ხიდთან არსებული მდგომარერობის შესახებ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ანტონოვის ხიდთან უკრაინელებმა დნეპრის ფორსირერბა მოახდინეს, მარცხენა ნაპირზე გადასხდნენ და მნიშვნელოვანი პლაცდარმი აიღეს, რაც ამ დრომდე უჭირავთ კიდეც. “რიბარის” ამოდ წასაკითხი მოთქმა-გოდება კი ასეთია: “ანტონოვის ხიდი, დნეპრის ჩვენი ნაპირი: მორიგი მცდელობა, ადგილმდებარეობა გაეწმინდათ ჩვენს ქვეითებს, ჩაფლავებულია, გვაქვს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგი. მოწინააღმდეგემ დისტანციურად დანაღმა ტერიტორია”.

ბახმუტის მიმართულება: უკრაინელებმა სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვეს და მოწინააღმდეგეს უტევენ – წერს ISW (აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი). 

ზაპოროჟიის ფრონტის ცენტრალური სექტორი- უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა წარმატებული წინსვლა განახორციელეს რობოტინოეს მიმართულებით- ამ ეტაპზე 10კმ სიგანის ზონას აკონტროლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელ მებრძოლებს რობოტინოეში შესასვლელად მხოლოდ ერთი დანაღმული ველის გადალახვა მოუწევს ( როგორც უკვე ამბობენ, განაღმვითი ოპერაციები ინტენსიურად უკვე მიმდინარეობს).

ზაპოროჟიეს ფრონტის აღმოსავლეთ სექტორი- ნოვო ვასილევკას მიმართულება:

უკრაინის შეიარაღებული ძალები რივნოპოლის სამხრეთ ზონაში წარმატებით ავითარებენ შეტევებს- აიძულეს რუსებს ტყის მასივის უკანა მხარეს ახალი თავდაცვითი ხაზი მოეწყოთ.

უკრაინელები სტარომაიორსკოესაც უტევენ- როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ფლანგიდან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოვოდარივიკადან იერიშზე გადმოსული უკრაინული ძალების შესაკავებლად დასახლება პრიუტნეს დასაცავად რუსმა ოკუპანტებმა რეზერვები გადმოისროლეს.

დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 560-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს.

დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა ცნობილი კუნძული ზმეინი დატოვეს.

თეთრ სახლში კარგად ესმით, რატომ ვერ მიიწევს უკრაინა წინ იმ ტემპით, როგორითაც კონტრშეტევის წარმართვას ყველა ელოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ ჯერზე ოკუპანტები ნამდვილად კარგად მოემზადნენ თავდაცვისთვის.

“მედუზის” კვლევის თანახმად, ვლ. პუტინის რეიტინგი 9-14%-ით დაეცა ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ.

პენტაგონის ინფორმაციით კი, ვაგნერელები ამ დრომდე რჩებიან უკრაინაში. 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...