მთავარისიახლეები"ოცნებისთვის" წითელი ხაზია მოღალატისა და რუსეთუმეს ძახილი, არავინ გაბედოს გადაკვეთა - წილოსანი...

“ოცნებისთვის” წითელი ხაზია მოღალატისა და რუსეთუმეს ძახილი, არავინ გაბედოს გადაკვეთა – წილოსანი იმუქრება

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებისთვის წითელი ხაზია რუსეთუმისა და მოღალატის დაძახება. ის მუქარის შემცველ განცხადებას აკეთებს და მოუწოდებს ყველას, არავინ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა, თორემ მიიღებენ შესაბამის სიტყვიერ პასუხს.

ამავე კომენტარისას წილოსანმა ოპოზიცია და ოპოზიციური მედიების ჟურნალისტები დაადანაშაულა ძალადობის წახალისებაში. ჟურნალისტებმა მას “ფორმულას” ტელეწამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

“სრულიად აბსურდული კავშირია ჩემ განცხადებას თუ ნებისმიერი ჩემი კოლეგის განცხადებას და ამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვისურვებდი, რომ ის ფონი, რომელიც არსებობს აი ამ რაღაც დაპირისპირების და რომელიც სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის, თუ ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტების მხრიდან, იყოს მაქსიმალურად ასე ვთქვათ ტემპერატურა დაწეული.

რაც შეეხება ქართული ოცნების განცხადებას, მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ამის შემდეგ, ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს.

ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვებით, განცხადებებით და მოწოდებებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა”, – თქვა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, 26 ივნისს, პარლამენტში, კულტურის კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ თქვა, რომ ვინც მმართველი გუნდის წევრებს პრორუსს დაუძახებდა, მიიღებდა ცხვირ-პირში.

მსგავსი შინაარსის განცხადება 14 ივნისს ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც გააკეთა: “დედას შევიგინები, მაგ სიტყვას [რუსი] როგორც ახსენებთ”. 27 ივნისს პლენარულ სხდომაზე ნინო წილოსანმა თქვა, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც პრორუსებს დაუძახებთ.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...