მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაზე უარი თქვა - NGO-ები

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაზე უარი თქვა – NGO-ები

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, 20 წლის განმავლობაში პირველად თქვა უარი “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე.
მათი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა.

“ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) ფარგლებში დაწყებულ მონიტორინგის პროცესს და გააგრძელოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელთან,” – ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ები განმარტავენ, რომ OECD/ACN-ის მონიტორინგის მიზანი ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაა. მონიტორინგი 2003 წლიდან სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი მე-5 რაუნდის ფარგლებში, 2023 წელს უნდა შეფასებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა:

ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
კორუფციის კანონის პრაქტიკაში აღსრულება, მათ შორის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება;
სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება;
მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა.
“ამ მიმართულებებით ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება, ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან სწორედ ამ უწყებამ უნდა შეიმუშავოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც ქვეყანას 3 წელია არ აქვს. საქართველოს მთავრობის მიერ მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. ამ მიმართულებით რეფორმების შეჩერება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან, რადგან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა. საყურადღებოა, რომ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა, გავლენა იქონიოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მას ხელს აწერს:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...