მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკის მახლობლად, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა - მედია

პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკის მახლობლად, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა – მედია

Published on

მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн, ფრენის რადარის მონაცემების მითითებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსეთის ქალაქ როსტოვიდან ბელარუსში გაფრინდა.

მათი ცნობით, თვითმფრინავი რეგისტრაციის ნომრით RA-02795, დაეშვა მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე, მინსკის მახლობლად, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე.

გავრცელებული ინფორმაციით, 07:58 საათზე, ამავე აეროდრომზე დაეშვა მეორე თვითმფრინავიც, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან აფრინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით რომელიმე მხარეს ჯერ ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებია.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...