მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრიგოჟინის ამბოხი იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და NATO არ იღებდნენ...

პრიგოჟინის ამბოხი იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და NATO არ იღებდნენ მონაწილეობას – ბაიდენი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” მეთაურის ამბოხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, რომელშიც აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას.

“იმის დადგენა, თუ საით მიდის სიტუაცია რუსეთში, ჯერ ნაადრევია. პრიგოჟინის ამბოხი და შემდგომი მსვლელობა იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და NATO არ იღებდნენ მონაწილეობას ამ მოვლენებში. მე დავავალე უსაფრთხოების ჯგუფს მოეცათ სიტუაციის განვითარების შესახებ მოხსენებები ყოველ საათში ერთხელ და დავავალე მომზადება მოსალოდნელი სცენარებისთვის. კოორდინაციაში ვიყავით მთავარ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. გვინდა ვთქვათ მკაფიოდ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსეთის შიდა სისტემის ბრძოლაში,” – განაცხადა ბაიდენმა.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები იძიებენ, ითამაშეს თუ არა როლი დასავლურმა ჯაშუშურმა სააგენტოებმა სამხედრო ამბოხებაში.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...