მთავარისიახლეებიმსოფლიობუნტს ნებისმიერ შემთხვევაში ჩავახშობდით - ვლ. პუტინის საგანგებო მიმართვის დეტალები

ბუნტს ნებისმიერ შემთხვევაში ჩავახშობდით – ვლ. პუტინის საგანგებო მიმართვის დეტალები

Published on

ვლ. პუტინმა საგანგებო მიმართვა ე.წ. ამბოხებაზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ აჯანყება ჩახშობილი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში.
მან მადლობა გადაუხადა რუსეთის მოქალაქეებს ერთიანობისთვის, ასევე სამხედროებს, რომ იზრუნეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ვლ. პუტინმა მადლობა გადაუხადა “ვაგნერის” მეთაურებსა და მებრძოლებს, თქვა, რომ მათ “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს” და არ წავიდნენ სისხლისღვრაზე, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ნაწილი გამოიყენეს.
პუტინისვე განცხადებით, პირობა დადებულია და შესრულდება: “ვაგნერის” წევრებს აქვთ არჩევანი: ან გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, ან დაბრუნდნენ სახლებში, ან კიდევ წავიდნენ ბელორუსში.
ვლ. პუტინმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ლუკაშენკოსაც.
რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა დაახლოებით სამ წუთს გრძელდებოდა.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...