მთავარისიახლეებითუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, უნდა გავაძლიეროთ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგი - ნაუსედა

თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, უნდა გავაძლიეროთ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგი – ნაუსედა

Published on

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იქნება.

ამის შესახებ ნაუსედამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“თუ პრიგოჟინი ან ვაგნერის ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება”, – თქვა ნაუსედამ.

23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.

რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს – ისინი პასუხს აგებენ.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.

სიახლეები

საიამ რუსეთის წინააღმდეგ ქართველი სამხედროების საჩივრებზე სტრასბურგში პოზიცია წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს...

ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

"ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ამის შესახებ...

POG- შსს-ს თანამშრომელი დაცვის პოლიციის თანამშრომლებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა

პროკურატურის ცნობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი...

ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ...