მთავარისიახლეებიმსოფლიო"მორჩა, ჩვენ ვკვდებით! მშვიდობით, დიდება უკრაინას!" - 16 წლის ბიჭის ბოლო სიტყვები...

“მორჩა, ჩვენ ვკვდებით! მშვიდობით, დიდება უკრაინას!” – 16 წლის ბიჭის ბოლო სიტყვები (ვიდეო)

Published on

ბერდიანსკში რუსმა ოკუპანტებმა ორი მოზარდი მოკლეს, რომლებიც პროუკრაინულად იყვნენ განწყობილი და ტერორისტობაში დასდეს ბრალი. ერთ-ერთი მოკლულთაგანი, ტიგრან ოჰანესიანი, 16 წლსა იყო. მისი ბოლო სიტყვები იყო “დიდება უკრაინას!”. 

ახალგაზრდა უკრაინელების მოკვლის შესახებ ტელეგრამზე ოკუპანტთა წარმომადგენელმა ვლადისლავ როგოვმა დაწერა. 

“დაახლოებით 19:00 საათზე, როცა მოსახლეობა ქალაქის სანაპიროზე ისვენებდა, ორმა ბოევიკმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა სწორი მოქმედების შედეგად მოხდა მათი ბლოკირება და ტერორისტები გაანადგურეს. გაირკვა, რომ ერთ-ერთი მათგანი ადრე ანტირუსული საქმიანობისთვის დაკავებული ტიგრან ოჰანესიანი იყო”, – წერს როგოვი.

სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც ოჰანესიანმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა, მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ალყაში იყვნენ:

“მორჩა, ეს სიკვდილია, მეგობრებო! მშვიდობით, დიდება უკრაინას!”, – ამბობს ის, რის შემდეგაც ვიდეო წყდება. 

ზემოთხსენებული ვიდეო მოზარდის ბოლო სიტყვებით, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე (არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა). 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...