მთავარისიახლეებიმსოფლიოხალხი გვხვდება, როგორც გამათავისუფლებლებს - პრიგოჟინი - რა ვიცით ამ დროისთვის

ხალხი გვხვდება, როგორც გამათავისუფლებლებს – პრიგოჟინი – რა ვიცით ამ დროისთვის

Published on

“ვაგნერის” შეფი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ “მთელი ქვეყანა” ეგებება მათ, როგორც გამათავისუფლებლებს”:

“ჩვენ არ გაგვისვრია ერთი ტყვიაც კი, სანამ არ დაიწყეს ჩვენი დაბომბვა, ჯერ არტილერიით, შემდეგ კი ვერტმფრენებით. ჩვენ გზაში არ მოგვიკლავს ერთი სამხედრო ან პოლიციელი, როსტოვში შტაბის შენობა გასროლის გარეშე ავიღეთ. ხალხი დგას ქუჩებში და “ვაგნერის” დროშებს აფრიალებს”, – ამბობს პრიგოჟინი. 

შეგახსენებთ, დონის როსტოვისა და ვორონეჟის შემდეგ, პრიგოჟინი და მისი მომხრეები უკვე ლიპეცკის ოლქში არიან, რუსული მედია კი წერს, რომ აქედან მოსკოვამდე სულ 4 საათის გზაა. 

მნიშვნელოვანი ამბები რუსეთში სამხედრო გადატრიალების დაწყების შემდეგ:

“ვაგნერის” ხელმძღვანელები მასობრივად უშვებენ როსტოვის ციხეებიდან პატიმრებს , რათა ისინი თავიანთ რიგებში მიიღონ.

დონის როსტოვში მარკეტების დახლები უკვე დაცარიელდა – სურსათი გაქრა.

მოსკოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა და პოლიცია გადაადგილდება. 

ტაგანროგის მხრიდან დონის როსტოვში შესასვლელი გადაკეტილი და დანაღმულია

სერპუხოვოსთან, ხიდზე, ათეულობით რუსი სამხედრო გადასხეს – შეგახსენებთ, აქ თავდაცვის ზღუდეა იმ შემთხვევეისთვის, თუ პრიგოჟინი მოსკოვში შეჭრას გადაწყვეტს.

რუკაზეა სამი ხიდი, სადაც მოსკოვში შესასვლელად მდინარე ოკაზე სამთავრობო ძალები ზღუდეებს ახვედრებენ ვაგნერელებს. აქედან მოსკოვამდე 100 კმ-ია:

 

სიახლეები

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...