მთავარისიახლეებისაზოგადოებაწინასწარი მონაცემებით მარტვილისა და საგარეჯოში გამართულ არჩევნებში ,,ქართული ოცნების'' კანდიდატები ლიდერობენ

წინასწარი მონაცემებით მარტვილისა და საგარეჯოში გამართულ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარტვილში 19 უბნის შედეგების მიხედვით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო დანელია ლიდერობს.ამ ეტაპზე დათვლილი ხმების რაოდენობით, სოსო დანელიას ხმა 4412-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 69,63 %-ს შეადგენს. 1924-მა ამომრჩეველმა (30,63 %) დაუჭირა მხარი "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს ეთერ მეძველიას. 

მარტვილში ხმის მიცემა დღეს სულ 39 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ დასათვლელი რჩებოდა ამ უბნების ნახევარზე მეტში მიცემული ხმები,  "ქართული ოცნების'' აქტივისტებმა  უკვე აღნიშნეს გამარჯვება, გვიან ღამემდე მოძრაობდნენ ქუჩებში ავტომობილების გაბმული სიგნალებით, დროშებითა და შეძახილებით.

ხობში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნების"კანდიდატს მელორ გელანტიას ამომრჩევლების  73,44 პროცენტმა მისცა ხმა, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის'' წარმომადგენელს ტარიელ ზარანდიას  –   26,56 % .

საგარეჯოში 10 უბნის შედეგებით ,,ქართული ოცნების''კანდიდატი თამარ ხიდაშელი იმარჯვებს – ხმების 51,1 პროცენტით, ,,პატრიოტთა ალიანსის'' ლიდერი ირმა ინაშვილი მეორე ადგილზეა, მას ხმების 45,68 % ერგო, შემდეგ მოდიან მიხეილ ანდღულაძე – 1,71%,გიორგი დავითაია – 1,05, ზურაბ ჯორბენაძე – 0,44%

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა...

კოალიცია ხოშტარიაზე-14 საათზე ველოდებით დასკვნას, შემდეგ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართეს....

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...