მთავარისიახლეებიდაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ - ზელენსკი

დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ და ამისთვის ყველაფერი მზად აქვს.

როგორც ზელენსკი ამბობს, ამის შესახებ ინფორმაცია მას უკრაინის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებმა მიაწოდეს.

“დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული აქტის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე

სამწუხაროდ, მე კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ რადიაციამ არ იცის ეროვნული საზღვრები და ვის დაარტყამს, ამას მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრავს

ჩვენ ყველა არსებულ ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს – ყველას მთელს მსოფლიოში. ყველა მტკიცებულებას. ევროპამ, ამერიკამ, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა, არაბულმა სამყარომ, აფრიკამ – ყველა ქვეყანამ, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ყველამ.”, – ამბობს ზელენსკი მიმართვაში.

მისივე თქმით, არსად არასდროს არ უნდა განხორციელდეს თავდასხმა ბირთვულ ელექტროსადგურზე და არ უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს მოხდა კახოვკას ჰესის შემთხვევაში.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...