მთავარისიახლეებიმიჭირს სიარული, დავკარგე წონის 50%-ზე მეტი, მიზიანდება მხედველობა - მიხეილ სააკაშვილი EU-ს...

მიჭირს სიარული, დავკარგე წონის 50%-ზე მეტი, მიზიანდება მხედველობა – მიხეილ სააკაშვილი EU-ს სამედიცინო მისიის ვიზიტს ითხოვს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ პრობლემურია.

“ტვიტერზე” გავრცელებულ განცხადებაში ის წერს, რომ კვლავ მოითხოვს ევროკავშირის სამედიცინო მისიის ვიზიტს, რომელიც დაადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს.

“ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივე პრობლემურია, როგორც არასდროს და მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიამ (რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებისგან) რაც შეიძლება ჩქარა მომინახულოს და დაადასტუროს ეს. საქართველოს მთავრობა უკვე 4 თვეა ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.

მე მიჭირს სიარული. დავკარგე სხეულის წონის 50%-ზე მეტი და კვლავ ვაგრძელებ მის კარგვას. მიუარესდება ნევროლოგიური მდგომარეობა და სერიოზულად მიზიანდება მხედველობა. დავკარგე თმის დიდი ნაწილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია არ გამოვხატო, როცა საქართველოს მთავრობას უნდა რომ გამაჩუმოს. რა თქმა უნდა, ჩემი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამიყვანენ.

ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა ეთქვა, რომ ჩემი ადვოკატების დახმარებით რამდენიმე ტვიტისა და ფეისბუკ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. მათ გაანადგურეს ჩემი ჯანმრთელობა და ახლა უნდათ, რომ ფიქრი ამიკრძალონ”, – წერს სააკაშვილი Twitter-ზე.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...