მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტის წინ კიდევ ოთხმა მაღაროელმა უვადო შიმშილობა დაიწყო

პარლამენტის წინ კიდევ ოთხმა მაღაროელმა უვადო შიმშილობა დაიწყო

Published on

თბილისში, პარლამენტის წინ კიდევ ოთხმა მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა.

როგორც მოშიმშილე მაღაროელები ამბობენ, ისინი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

“4 ადამიანი დავჯექით კარავში, ვაცხადებთ უვადო შიმშილობის აქციას. ამ ზომამდე ჩვენ მიგვიყვანა იმ კომპანიამ, სადაც ვართ დასაქმებულები. ჩვენი მეგობრები ჭიათურაში მეათე დღეა რაც შიმშილობენ. პასუხისმგებელი პირი, ვინც უნდა გადაწყვიტოს ეს საქმე, არავინ არ ჩასულა, არავინ ნორმალურად ყურადღებას არ აქცევს იმ ბიჭებს და იმ ბიჭების სიცოცხლე, იმ ბიჭების ჯანმრთელობა სასწორზე დევს,” – ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

მაღაროელები დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქციასაც გამართავენ, რომელსაც ჭიათურაში გაფიცული მაღაროელებიც შეუერთდებიან.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე 16 დღეა რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი უკვე 10 დღეა შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ ვენები გადაიჭრა, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.

მაღაროელების ნაწილმა თბილისში 2 დღის წინ გადმოინაცვლა. მათ პარლამენტთან კარვები აქვთ გაშლილი და იქ ათევენ ღამეებს.

საპროტესტო აქციები ჭიათურასა და თბილისში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაღაროში დასაქმებულები კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” ხელფასის ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. კომპანია დასაქმებულებს ხელფასის მხოლოდ 5%- ით გაზრდას სთავაზობს, რაც მაღაროელებისთვის მიუღებელია.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...