მთავარისიახლეებისაზოგადოება"საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო" - EURACTIV ევროკომისიის ზეპირ ანგარიშს აქვეყნებს

“საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო” – EURACTIV ევროკომისიის ზეპირ ანგარიშს აქვეყნებს

Published on

“უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების მხრივ კარგ წარმატებას მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მუშაობას მომდევნო თვეებში დაასრულებენ, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო საქართველოსგან,” – წერია ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ტექსტში, რომელიც გამოცემა EURACTIV-მა მოიპოვა და გაავრცელა.

გამოცემის მიერ მოპოვებული ანგარიში, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სამეულის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედურ ზეპირ მოხსენებას ერთიანებს.

როგორც EURACTIV მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი რეკომენდაციის შესრულება შეძლო. ესენია, გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება და სახალხო დამცველის დანიშვნა.

მათივე ცნობით, საქართველო ბოლო წლებში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რასაც ემატება დასავლეთის შეშფოთება უკუსვლაზე საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

EURACTIV-ის ინფორმაციით, ზეპირ ანგარიშში საქართველოსგან მოითხოვენ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას, მკაცრი რიტორიკის შეწყვეტის აუცილებლობითა და პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობის გაძლიერებას, კონსტრუქციული მრავალპარტიული მოწყობის შექმნით.

ოფიციალურ თბილისს დეპოლარიზაციის გარდა მოსთხოვენ კონცენტრირდნენ სასამართლო რეფორმაზე, დეოლიგარქიზაციის კანონში სისტემურ მიდგომაზე და მედიის თავისუფლებაზე – წერს EURACTIV

მათივე ცნობით, საქართველოს პროგრესი არ ჰქონია არც მედიაპლურალიზმის კუთხით. როგორც ზეპირ განახლებაშია აღნიშნული, საქართველოში არსებობს საჭიროებები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტებისა თუ მედია მფლობელების უსაფრთხოების დონის გასაზრდელად.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...