მთავარისიახლეებიორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი გარდაიცვალა

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი გარდაიცვალა

Published on

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას “მთავარი არხის” ვებგვერდს თავდაცვის სამინისტროში უდასტურებენ.

მოგვიანებით უწყებამ განცხადებაც გაავრცელა და აფრასიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გოდერძი აფრასიძის ოჯახს და ახლობლებს,”- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...