მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

Published on

“ტაბულას” ჟურნალისტის, ცისია კირვალიძის ინფორმაციით, ჭავჭავაძეზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდა ბიჭმა ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა.ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ჭავჭავაძეზე მასზე მომხდარი თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებული იყო.”თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს – ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება.

ეს არ დამთავრდება, ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება, რომ ყოველ დღე რაღაც უნდა მოხდეს. იყო ზურა გირჩი, ახლა იყო ლევან ბერძენიშვილი, მერე სხვა და ჩვენ რომელიღაც ირაკლი კობახიძე გვეტყვის, რომ ეს არის აღშფოთებული მოქალაქე.

ეს მოქალაქე იყო ბიძინა ივანიშვილის კრებითი სახე. სხვათა შორის, მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა, ამანაც ლაპარაკი არ იცოდა, დედის გინება იცოდა კარგად”, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...